Accessibility links

უკრაინის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილ კოვალმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია იმისათვის, რომ შეასრულოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ დასახული ამოცანები. კოვალის თანახმად, კანონის მიხედვით, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეუდგნენ მოქმედებას. ორშაბათს უმაღლესი რადის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ.
XS
SM
MD
LG