Accessibility links

კრამატორსკსა და სლავიანსკში რუსეთის დროშიანი დაჯავშნული მანქანები შევიდა


აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დროშიანი დაჯავშნული მანქანები მოძრაობს. მანქანებმა გაიარეს ქალაქი კრამატორსკი და შემდეგ სლავიანსკსში შევიდნენ. მანქანებით ათობით შეიარაღებული და სამხედრო ფორმიანი მამაკაცი გადაადგილდება. პარალელურად, რეგიონის მთავარ ქალაქში, დონეცკში, სეპარატისტები 16 აპრილს ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. ქალაქის საბჭოს პრესმდივნის ცნობით, შენობაზე კონტროლი სულ მცირე 20-მა შეიარაღებულმა კაცმა დაამყარა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ კორესპონდენტის ცნობით, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღით შეიარაღებული სეპარატისტები შეიჭრნენ მერის ოფისში და მოითხოვეს რეგიონში რეფერენდუმის გამართვა, რათა უკრაინა ფედერაციად იქცეს და რეგიონს უფრო მეტი უფლებები მიენიჭოს. სეპარატისტებს დაკავებული აქვთ ოფიციალური უწყებების შენობები აღმოსავლეთის კიდევ სულ მცირე რვა ქალაქში. უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იატსენიუკი რუსეთს სდებს ბრალს „უკრაინაში ტერორიზმის ექსპორტში“.
XS
SM
MD
LG