Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დიდ იმედს არ უკავშირებს ჟენევის მოლაპარაკებას


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, არსენი იაცენიუკი, მისივე თქმით, დიდ იმედს არ უკავშირებს უკრაინის კრიზისზე ჟენევაში მიმდინარე ოთხმხრივ მოლაპარაკებას. იაცენუკი აცხადებს, რომ არ ენდობა რუსეთს, რომელიც ცდილობს კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში. იაცენიუკის განცხადების ფონია ჟენევის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ შეერთებული შტატების, რუსეთის, უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი. უკრაინის მთავრობა და მისი დასავლელი მხარდამჭერები მოსკოვს ადანაშაულებენ უკრაინაში არეულობის გაღვივებაში.
XS
SM
MD
LG