Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში შეთანხმდნენ მოწოდებაზე უკრაინაში ვითარების განმუხტვისაკენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ჟენევაში ოთხმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ მოწოდებაზე უკრაინაში ვითარების განმუხტვისაკენ. ლავროვის თქმით, ოთხი მხარი შეთანხმდა აგრეთვე მოთხოვნაზე, რომ დაიშალონ უკრაინაში უკანონოდ შეიარაღებული ჯგუფები, მთავრობის შენობები გაათავისუფლონ მათში შეჭრილმა პირებმა და თავი შეიკავონ ძალადობისაგან. ჟენევის შეხვედრის მონაწილეებს შორის არიან, ლავროვთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშჩიცია და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი.
XS
SM
MD
LG