Accessibility links

ჟენევაში ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინაში ვითარების დეესკალაციის შეთანხმებით დასრულდა


უკრაინამ, რუსეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა გამოაცხადეს თავიანთი შეთანხმება იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში კრიზისის დეესკალაციას. ჟენევაში 17 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები გამოვიდნენ მოწოდებით დაიშალონ უკრაინაში უკანონო შეიარაღებული ჯგუფები, დატოვონ სამთავრობო შენობები და თავი შეიკავონ ძალადობისგან. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა ამნისტია მიანიჭოს დემონსტრანტებს, რომლებსაც მღელვარების ჟამს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული შენობები - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პირებს მძიმე დანაშაულის ჩადენა დაუმტკიცდათ. ოთხი მხარე შეთანხმდა, რომ უკრაინაში დეესკალაციის პროცესის წარმართვისთვის იქ ეუთოს მისია განთავსდება.
XS
SM
MD
LG