Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის ევინის ციხეში რეიდის დროს პატიმრები სცემეს


სხვადასხვა წყაროს თანახმად, ირანის უშიშროების ძალები შეიჭრნენ თეირანის ევინის ციხეში, სადაც პოლიტიკური პატიმრები იმყოფებიან. პატიმართა ნაწილი დაშავებულია. 17 აპრილის რეიდის შემდეგ დაახლოებით 30 პატიმარი სამარტოო საკნებში გადაიყვანეს. ოპოზიციური ვებსაიტების ცნობებს ადასტურებენ ზოგიერთი პატიმრის ოჯახის წევრები. ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატის აბულფატან სოლთანის შვილმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ მამამისი ნაცემ და შემდგომ იზოლირებულ პატიმართა შორის არის. ვებსაიტი „კალამე“, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, იუწყება, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს „უპრეცედენტო“ რეიდი იყო ყველაზე ძალადობრივი მოქმედება პოლიტიკური პატიმრების მიმართ. ოპოზიციური „საჰამნიუსი“ იუწყება, რომ სულ ცოტა ორი პატიმარი სერიოზულად არის დაშავებული. ირანის ციხეების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ღოლამჰუსეინ ესმაილი გავრცელებულ ცნობებს „ჭორს“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG