Accessibility links

logo-print

პუტინი მიესალმება ნატოს ახალ ხელმძღვანელს


ვლადიმირ პუტინი მიესალმა ნატოს ახალ ხელმძღვანელად ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იენს სტოლტენბერგის არჩევას. სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტოლტენბერგთან „ძალიან კარგი“ ურთიერთობა აქვს. სტოლტენბერგი, რომელიც ამ პოსტზე მუშაობას ოქტომბერში იწყებს, პუტინმა დაახასიათა „ძალიან სერიოზულ, პასუხისმგებლობით აღსავსე“ პიროვნებად და იმედი გამოთქვა, რომ მისი დანიშვნა კავშირების გაუმჯობესებას მოიტანს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა უპრეცედენტოდ გაუარესებულია ცივი ომის დასრულების შემდგომ პერიოდში.
XS
SM
MD
LG