Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 95 პატიმრის შეწყალებას


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. „საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პირველმა პირმა უკვე მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც შეწყალებულია 95 მსჯავრდებული“ - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG