Accessibility links

logo-print

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისისათვის დაინიშნა


სირიაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს ჩატარდება. ტელეკომპანია ალ არაბიას ცნობით, 21 აპრილს ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ალ ლაჰამმა განაცხადა, რომლის თქმით საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლება სირიაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ექნება. სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება იმ ფონზე, როდესაც სამთავრობო ჯარები წარმატებას აღწევენ ქვეყენაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რასაც სამი წლის განმავლობაში 150 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იმის ნიშნად, რომ სამთავრობო ჯარები აფართოებენ კონტროლს, პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელიც იშვიათად ტოვებს დედაქალაქ დამასკს, აღდგომის დღესასწაულზე კვირას ერთ-ერთ ქრისტიანულ სოფელს ესტუმრა.
XS
SM
MD
LG