Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებისას 10 კაცი დაიღუპა


10 კაცი დაიღუპა ცენტრალურ ერაყში, პოლიციის საგუშაგოსთან თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად. ინცინდენტისას დაიჭრა 35 კაცი. კვირას თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას ბაღდადის უნივერსიტეტთან 16 კაცი ემსხვერპლა. ძალადობის ფონი კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ერაყში 30 აპრილს გაიმართება და მთავარი გამოცდა იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. საპარლამენტო არჩევნები ერაყში პირველია მას შემდეგ, რაც 2011 წელს ქვეყანა აშშ-ის სამხედრო ძლებმა დატოვეს.
XS
SM
MD
LG