Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიევში ვიზიტი დაასრულა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, უკრაინაში ვიზიტი დაასრულა. ის ს დაჰპირდა მხარდაჭერას ამ ქვეყანას, რომელიც, როგორც მან თქვა, მომავლისთვის იბრძვის. ბაიდენის თქმით, ეს ბრძოლის გზა რთულია, მაგრამ უკრაინელები, ამ გზას მარტო არ გაივლიან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაეხმაროს კიევს ეკონომიკურად, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს კორუფციის სენთან საბრძოლველად. ბაიდენის თქმით, უკრაინას, რომელიც „დამამცირებელ მუქარას“ განიცდის და რთულ პრობლემებს აწყდება, აშშ მზად არის თანადგომა გაუწიოს სახელმწიფო ერთიანობის მიღწევის და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში. ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენი პარტნიორი და მეგობარი, განუცხადა კიევში საპრეზიდენტო კანდიდატებს და პარლამენტის წევრებს ბაიდენმა 22 აპრილს. ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა, რათა ამ ქვეყნის ლიდერებს აშშ-ის მხარდაჭერა გამოუცხადოს რუსეთთან კრიზისის პერიოდში. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი დღეს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრ ტურჩინოვს და უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს. ბაიდენმა ვიზიტის დასრულებადმე განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა დამატებით 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინის მთავრობას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების საქმეში დახმარების სახით. ვაშინგტონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება არასასიკვდილო აღჭურვილობით და ტექნიკითაც, რომლის ოდენობა რვა მილიონი დოლარისაა, თქვა ბაიდენმა კიევში.
XS
SM
MD
LG