Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობამ უკვე ჩააბარა ქიმიური იარაღის 86%-ზე მეტი


ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირიის მთავრობამ ჩააბარა მის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის მარაგის 86%-ზე მეტი. საერთაშორისო ორგანიზაციის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ 22 აპრილს სირიის მთავრობამ ლაკატიის პორტში გადაზიდა ქიმიური იარაღის მორიგი პარტია, რომელიც სწრაფად დაიტვირთა გემებზე და დატოვა სირიის ტერიტორია. სირიის მთავრობა ცდილობს 27 აპრილამდე ჩააბაროს ქიმიური იარაღის დარჩენილი ნაწილი, რომ ის გაიტანონ ქვეყნიდან და ივნისის ბოლომდე გაანადგურონ. ამ ვადაზე გასულ წელს რუსეთმა და აშშ-მა მოილაპარაკეს.
XS
SM
MD
LG