Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრა აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგგარეშე სამიტზე


საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრა პრაღაში, რომელიც 24-25 აპრილს მასპინძლობს აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგგარეშე სამიტს. ფორუმი პარტნიორობის ხუთი წლისთავს ეძღვნება. სამიტზე გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილი ისაუბრებს საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოკლე ვადაში ხელმოწერის მნიშვნელობაზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. სამიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია, რომლის მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შეფასება და შემდგომ განვითარებაზე მსჯელობა. სამიტში მონაწილეობენ აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კომისარი ევროპის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. პრაღაში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტი თბილისში შეხვდა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
XS
SM
MD
LG