Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯიკიძის განცხადებით, მთავრობა მზად არის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად


„ქმედითად სწორედ გერმანია და საფრანგეთი შეუწყობენ ხელს ევროპულ სივრცეში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი ინფორმაციით, ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან დღევანდელი შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. მაია ფანჯიკიძემ ლორან ფაბიუსს და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს დაუდასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწეროს არაუგვიანეს ივნისისა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეთანხმების ხელმოწერამდე გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს საქართველო მისი ევრუპული არჩევანის მხარდაჭერის ნათელ დემონსტრირებად აფასებს. მაია ფანჯიკიძის განცხადებითვე, საქართველოს ასევე აქვს იმის მოლოდინი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ შეფასდება ნატოს მომავალ სამიტზე.
XS
SM
MD
LG