Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ტურჩინოვი რუსეთისგან მოითხოვს საზღვრიდან ჯარის გაყვანას


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა და „შანტაჟი“. 24 აპრილს სატელევიზიო გამოსვლისას ტურჩინოვმა მოითხოვა, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინასთან საზღვრიდან. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცახდებით, უკრაინა „ტერორიზმის საფრთხის გამო უკან არ დაიხევს“. 24 აპრილს, რუსეთმა გამოაცხადა უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნის დაწყების შესახებ.
XS
SM
MD
LG