Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძემ და თომას მელიამ იმსჯელეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე


უკრაინაში შექმნილი ვითარება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს თბილისში იმსჯელეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ თომას მელიამ. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ასევე განიხილებოდა საქართველოსა და აშშ-ის სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების, რეგიონული უსაფრთხოების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხები. 14:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყება საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დამოკრატიისა და მმართველობის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. სხდომას თომას მელია და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებენ.
XS
SM
MD
LG