Accessibility links

იწყება "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ძებნის ახალი ფაზა


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა ორშაბათს განაცხადა, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა ახალ ფაზაში შედის - გამოიყენებენ კერძო კონტრაქტორებს, რაც დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაჯდება. „სინანულით ვაცხადებ, რომ ამ დრომდე საჰაერო, წყალზედა და წყალქვეშა ძებნის შედეგად ვერ მოხერხდა ვერც ერთი ნამსხვრევის პოვნა“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა. ძებნის ახალ ფაზაში შემოწმდება ოკეანის ფსკერის ბევრად ფართე არეალი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ამ ეტაპზე ოკეანის ზედაპირზე თვითმფრინავის რაიმე ნარჩენის პოვნის ნაკლები ალბათობაა. ამასთან, ებოტი აცხადებს: „მსურს, ოჯახებმა და მსოფლიომ იცოდნენ, რომ ავსტრალია არ აარიდებს თავს პასუხისმგებლობას“.
XS
SM
MD
LG