Accessibility links

logo-print

ევროკავშირი 15 პირს დაამატებს სანქცირებული რუსების სიას


ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ 15 პირი დაემატება სიას, რომელში შეყვანილების წინააღმდეგაც მოქმედებს სანქციები უკრაინაში რუსეთის მოქმედების გამო. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სანქციები ითვალისწინებს ვიზებზე უარს და საბანკო ანგარიშების გაყინვას - ანუ ზომებს, რომლებიც უკვე დაუწესეს 50-ზე მეტ პირს უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების გამო. ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატები ორშაბათს შეიკრიბნენ ბრიუსელში, დამატებით სანქციებზე მოსალაპარაკებლად. სანქციების დამტკიცების პროცედურის დასრულებას მალე მოელიან, სანქცირებულების ვინაობა ცნობილი არ იქნება 29 აპრილამდე.
XS
SM
MD
LG