Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან იმართება აქციები ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვის ფონზე


საქართველოს პარლამენტთან იმართება აქციები, საკომიტეტო სხდომაზე "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვის ფონზე. კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. პარლამენტთან შეკრებილების ნაწილი, მათ შორის ორგანიზაცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და სასულიერო პირები, აპროტესტებენ კანონპროექტს, რადგან მასში ხედავენ, ზოგის თქმით, "ჰომოსექსუალობის ლეგალიზებას". თავის მხრივ, პარლამენტთან შეკრებილების მეორე ნაწილი მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცებას, თუმცა მოითხოვს კანონმდებლობაში აღსრულების ქმედითი მექანიზმების ჩადებას.
XS
SM
MD
LG