Accessibility links

logo-print

უკრაინის ქალაქ ლუგანსკში სეპარატისტები შეიჭრნენ მთავრობის შენობაში


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკიდან იუწყებიან, რომ პრორუსულად განწყობილი აქტივისტები შეიჭრნენ ადგილობრივი მთავრობის შენობაში. მანამდე 3000-მდე დემონსტრანტმა გამართა სვლა ლუგანსკის ცენტრისაკენ. კორესპონდენტების ცნობით, სულ ცოტა, 20-მა ახალგაზრდამ ხელკეტებით ჩაამსხვრია ფანჯარა, რათა შეეღწია შენობაში, რომელიც გუბერნატორის ოფისსაც მოიცავს და რომელსაც არ იცავდა პოლიცია. ლუგანსკი რუსეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. სამი კვირის წინ იქ უშიშროების სამსახურის ადგილობრივი შტაბბინა დაიპყრეს პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა.
XS
SM
MD
LG