Accessibility links

logo-print
ავტორი: ნათვია წოწკოლაური

ძნელია სიყრმიდან გაუნათლებლობის ბორკილებით შებოჭილმა , სადაც გარს მხოლოდ სიბნელე გერტყმის მოულოდნელად მზის ერთ სხივსაც კი გაუსწორო თვალი ,მითუმეტეს მისი სიკაშკაშის ატანა ხომ გონებას და მზერას ისევე აბნელებს , როგორც მუდმივი სინათლიდან მოულოდნელ სიბნელეში მოხვედრა. არჩევანი რომ ჰქონოდა ასეთ ადამიანებს რას აირჩევდა მუდმივ სიბნელეს ანუ უმწიფრობაში ყოფნას თუ ბუნების ყველა შესაძლებლობასთან ზიარებას თავისი დღე-ღამის მონაცვლეობით?როგორ წარმოუდგენია ქართველი ხალხის ნაწილს დემოკრატია, თავისუფალი არჩევანი და ყველაფერი ის რაც საკუთარი თავის და ცხოვრების არჩევანს გულისხმობს? ამ პატარა ძალიან ბევრი და მტკიცე დოგმით არსებულ ქვეყანაში ადამიანი საკუთარ თავს ვერ ქმნის , ის ქმნის ადამიანს უამრავი ნიღბით ,რომელიც საზოგადოების უმეტეს ნაწილს უნდა მოერგოს სხვანაირად ის ვერ მიიღებს მთავარ როლს სოფლის სპექტაკლში. ხალხი გირჩევს რამდენი შვილი იყოლიო და შეძლებ თუ არა მათ აღზრდას მიუხედავად შენი სოციალური მდგომარეობისა, მათ უკეთ იციან რისი თავი გაქვს. იმ შემთხვევაში კი თუ რაღაცაზე აკრძალვა დაკანონდა შენ არჩევანი სრულიად აღარ გაქვს, ამიტომ შეიძლება გვერდითი, არაკანონიერი გზების ძიება მოგიხდეს .
ერი უნდა გამრავლდეს, მოუნათლავი ბავშვები ჯოჯოხეთში ხვდებიან .ზოგი მამაოს აზრით ისინი არც ჯოჯოხეთში და არც სამოთხეში არ მიდიან მათი სულის ბედი გაურკვეველია. ამიტომ ის ვინც აბორტს იკეთებს თავის ჩვილს წირავს გაურკვევლობისთვის ან ჯოჯოხეთისთვის , დედა კი ჩვეულებრივი მკვლელია. მაგრამ რა მიზეზების გამო მიდიან ქალები აბორტის გადაწყვეტილებამდე, რადგან რელიგია კრძალავს და მცირერიცხოვანი ერი ვართ აბორტს არანაირი გამართლება არ შეიძლება რომ ჰქონდეს?! აბორტის აკრძალვას უამრავი აზრით უპირისპირდება ქართველი ერის ნაწილი თუმცა ყველა არგუმენტს აქვს თავისი კონტრარგუმენტი , იქ სადაც არსებობს თავისუფლად და ჯანსაღად მოაზროვნე ხალხის ნაწილი, ერთი შეხედვით ყველა მიუღებელ გადაწყვეტილებასაც შეიძლება ჰქონდეს გამართლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც, გაუნათლებლობის ნაჭუჭის იქითაც ხვდებიან რომ არსებობს სხვა სამყარო სადაც არის არჩევანის საშუალება.
ყველა ქმედებას გააჩნია მოტივი , მოტივი კი ორგვარია დადებითი და უარყოფითი შედეგის მომტანი. აბორტი დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ადამიანს თავისი ეკონომიკური მდგომარეობა არ უწყობს ხელს კიდევ ერთი შვილი იყოლიოს და გამოკვებოს , თუ მას 2 , 3 წლის შემდეგ შიმშილის ან დაავადების გამო დაეღუპება როგორ ფიქრობთ ასე უფრო დიდი ტკივილი არ მიადგება მას. ყველას ხომ არ აქვს კარგი სამსახური , ზოგს ცუდი სამსახურიც არ აქვს და სხვის შემწეობაზეა დამოკიდებული ნუთუ იმათ ვინც აბორტს კრიმინალიზაციას მოითხოვს არასდროს უნახავს უსახლკარო , უმუშევარი ოჯახები? ზოგს საკმარისი განათლება არ აქვს, რადგან მშობლებს იმის ფულიც არ ჰქონდა რომ მისთვის კომპიუტერების და უცხო ენის სერტიფიკატი ჩაედო ხელში. ყველას ხომ არ უნდა არაპატიოსნად შვილების რჩენა. მათგან ძალიან ბევრი ჯანმრთელობის გამო ამბობს ბავშვზე უარს , რასაც ხშირად ექიმებიც ურჩევენ , რადგან შესაძლოა ბავშვის დაბადებას დედის გარდაცვალება მოყვეს .ბავშვის მოშორების მიზეზი ზოგჯერ ქალზე განხორციელებული ძალადობაა, რის შემდეგაც მას ჩანასახშივე ეზიზღება ძალადობის გზით ჩამოყალიბებული ორგანიზმი, შესაძლოა მან ვერასდროს ვერ შეიყვაროს ის ბავშვი რადგან მასში მუდმივად ძალადობის ასოციაციას გამოიწვევს , თუ სჯობია ამ დროს, დაიბადოს ამ გზით ჩასახული ბავშვი და მასზე შემდეგში თვითონვე იძალადოს, შესაძლოა ის ბავშვთა სახლს მიაბაროს ან ნაგვის ყუთს ამ გზით გამრავლებული ერი წინ წავა და ამას დაეთანხმება ეკლესია? აი ამას დავარქმევდი დადებითი მოტივით გაკეთებულ აბორტს, მაგრამ არსებობს უარყოფითი მოტივი :ხანდახან აბორტის მიზეზი ბავშვის არასასურველი სქესია , თუ მას არ გაუმართლა და გოგოა რა ფასი ექნება მის დაბადებას ვერც გვარს გააგრძელებს და შრომაშიც რა გამოსადეგია ბიჭთან შედარებით. ადრე ხომ მათ საქონელზე მეტი ფასი არ ჰქონდათ , ზოგიერთ ოჯახში არც ეხლაა უკეთესად საქმე, ფასის მიხედვით .თუ აბორტი შეიძლება კრიმინალიზებულად მივიჩნიოთ მხოლოდ ამის გამო, სხვა შემთხვევაში ქალს აქვს უფლება აირჩიოს თავისი შვილისთვის რა სჯობია. საზოგადოება თავისი ჩარევით სხვას ართმევს არჩევანის უფლებას და რატომღაც ჰქონიათ რომ თვითონ ასეთი პრობლემის წინაშე არასდროს დადგება. სწორედ ამიტომ ,რადგან ისინი ასე ნათლად ხედავენ თავიანთ მომავალს და ასე დარწმუნებულნი არიან რომ რწმენას არ უღალატებენ , აბორტს დაუშვებლად ,სასტიკ მკვლელობად მიიჩნევენ.
არის კი მკვლელობა ბავშვის მოშორება როცა ემბრიონი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული .ნაყოფს ჩასახვისთანავე გააჩნია თუ არა სული დაუდგენელია, თუ მას პირველ კვირებზე სული არ აქვს მაშინ ნაყოფის მოშორება რატომ უნდა ჩაითვალოს სასტიკ მკვლელობად . მეცნიერებს არ აქვს იმაზე პასუხი როდიდან ითვლება ნაყოფი ბავშვად , ეს თემა სადავოა , ჩვენ კი მასზე გადაჭრით ვსაუბრობთ. ეკლესიის აზრით აბორტით ორსულობის შეწყვეტა დიდი ცოდვაა , ამით დედა ბავშვს პირდაპირ ჯოჯოხეთში აგზავნის , რადგან მოუნათლავი ბავშვები სწორედ იქ ხვდებიან, ზოგი მამაოს აზრით ის არც ჯოჯოხეთში და მით უმეტეს არც სამოთხეში არ ხვდება , ანუ მათთვის განსაწმენდელი არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ ორსულობა ქალისგან დამოუკიდებლად, გარემოს გამო შეწყდა , რაშიც ქალი არაა დამნაშავე მაშინ კითხვაზე რატომ დაუშვა ღმერთმა მისი სიკვდილი ეკლესია პასუხობს რომ ის იქნებოდა ბოროტი და სხვებისთვის დიდ ზიანს მოიტანდა, ამიტომ ღმერთმა არ დაუშვა მისი დაბადება, მაშინ გამოდის რომ სამყაროში მხოლოდ კეთილი ადამიანები არსებობენ და მათ შორის არც ერთი არ დადის ავი ზრახვებით. თუმცა საქართველოში არსებობენ ათეისტები , რადგანაც ეს ქვეყანა დემოკრატიულია და ხალხს აქვს არჩევანი მათ არჩევანსაც პატივი ვცეთ , მორწმუნეთათვის ბარიერები არსებობს მაგრამ , ამ ადამიანებს რა ბარიერი დავუწესოთ ვისთვისაც არც ღმერთი არსებობს და არც სული?რელიგიიდან გამომდინარე, აბორტის აკრძალვით ხომ მათი უფლებები შეიზღუდება, ეს ხომ არ არის ქვეყანა სადაც რელიგია და ეკლესია მართავს სახემწიფოს.
როგორც ვხედავთ ერთი შეხედვით გასაკიცხ ქცევას შეიძლება ჰქონდეს გამართლება, ის ქალები ასეთ გადაწყვეტილებას მრავალი მიზეზის გამო ღებულობენ და ეს მიზეზები მათზე ხშირად არ არის დამოკიდებული, ამიტომ სანამ დედას მკვლელის იარლიყს ამოვაშნათავთ , პრობლემის რეალურ მიზეზებზე დავფიქრდეთ და იქ ვეძებოთ სადაც საძებარია. და თუ მაინც ასე სასიცოცხლოდ გვჭირდება სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკი მაშინ ყველა დეტალს უნდა ჩავუკვირდეთ, თუმცა ეს მაინც შეუძლებელია, რადგან ადამიანს ჯერ არ შეუძლია სხვის ტვინის უჯრედებში შეძვრომა და მისი აზრების, გრძნობების განცდა.
ყველაზე ადვილია იყო უმწიფარი და ცხვარივით გაჰყვე ჯგროს, რომელიც კაცმა არ იცის ასეთივე უმწიფარი მწყემსი რომელ კლდეზე გადაჩეხავს. ამ შემთხვევაში შენ ხომ სხვაზე ხარ დამოკიდებული , არ გიწევს ფიქრი ყოველდღე როგორ ჭამო , წყალი სად მოიპოვო შენ გაქვს ეს ყველაფერი თავისუფლებისა და აზროვნების სანაცვლოდ. ყოველი სიახლე გაშინებს და პირველყოფილივით სანამ დაბნელდება გამოქვაბულში შედიხარ ოჯახთან ერთად, კარს კი დიდი ქვით ქოლავ , აზრადაც არ მოგდის რომ შეიძლება არა როგორც ცხოველმა არამედ როგორც ადამიანმა ისე იცხოვრო გონების უფრო ფართო გამოყენებით, ან გრძნობ რომ შეგიძლია სხვანაირად ცხოვრებაც თუმცა ამის ისე გეშინია რომ ფიქრის ამ ძაფს აღარ აგრძელებ, გეშინია არჩევანის და არც სხვას აძლევ ამის უფლებას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG