Accessibility links

logo-print

განათლება-განათემის ტანდემი საქართველოში


ავტორი: გიორგი ჩიხლაძე


"იქით გაიწიე,მზეს ნუ მიჩრდილავ". ( დიოგენე)

რამდენიმე წელია, კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის შესახებ, მიუხედავად ინფორმაციული ვაკუუმისა, ბევრს ვკითხულობ, უფრო მეტს წარმოვიდგენ. ვცდილობ გავაცოცხლო სკოლა, რომელმაც ,,რუბიკონი გადალახა” ანტიკური განათლების გავრცელებასა და მეცნიერულ ნააზრევთა შემდგომ განვითარების საკითხში.დღეს ღამე მოსდევს და ისტორიულ საფუძვლებში პარალელების გავლება იმდენ ხანს გამიგრძელდა,რომ ობიექტურ რეალობაში,ანუ,საქართველოს განათლების სისტემაში, მნიშვნელოვანი და ,,მნიშვნელოვანი” ძვრების მიღმა დავრჩებოდი, რომ არა სასკოლო ჩანთა,რომელიც საგრძნობლად დამძიმდა უხარისხო მასალით. შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი,რომ ისტორიის განმავლობაში, ნებისმიერ სოციალურ სივრცეში, იყვნენ ხალხი, რომლებიც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობით და სვამდნენ საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი, მსგავსად კაცობრიობის განვითარებისა, უწყვეტი და უსასრულოა. უნდა აღინიშნოს,რომ რეფორმისტული იდეებით გატაცებულ ელიტისტურ დაჯგუფებებს,რომლებსაც უზარმაზარი ბერკეტები აქვთ განათლების სისტემის შესაცვლელად, უმეტეს შემთხევაში, ავიწყდებათ არა განათლების ,,სუბიექტი” თუ ,,ობიექტი”, არამედ პიროვნება,რომელიც იყო ღერძი, პირველსაწყისი ამ სისტემის შექმნაში,სწორად მიხვდით – ბავშვი,მოსწავლე.
სკოლა, დეფინიციის თვალსაზრისით, არის სასწავლო – საგანმანათლებლო, შემოქმედებითი მოღვაწეობის, საშუალებებისა და რესურსების ერთობლიობა,რომლის ერთ მხარეს მოსწავლე,მეორე მხარეს მასწავლებელი დგას.ამ უკანასკნელის დანიშნულება კი იმაში ვლინდება, რომ მოსწავლეს,მაქსიმალური სიზუსტითა და ინდივიდუალური მიდგომით შეასწავლოს და დანერგოს იმ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულადაა მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ.
ერთი შეხედვით, დანერგილი ინოვაციები, სასკოლო განათლების სფეროში, წარმატებულად შეფასდა. მაგრამ საკითხი ორი შეხედვით მაშინ რთულდება, როდესაც ფურცლებიდან საკლასო ოთახში გადაინაცვლებ და იფიქრებ,რომ როგორ შეიძლება განათლების სისტემის წარმატებებზე საუბრობდე სკოლაში,როდესაც ამ უკანასკნელი სიტყვის დეფინიცია,მასწავლებელთა ნაწილს არ ესმის. როდესაც ვაჟა- ფშაველას ლექსები, ფშავური დიალექტზე შექმნილი ჰგონიათ და რამდენიმე საბჭოთა ცენზურასთან დამეგობრებული ავტორის ინტერპრეტაციის გამეორებით, ამავე დროს, დიდი კმაყოფილებით ცდილობენ ბავშვების ინტელექტუალურად გამოკვებას. მე ამ კუთხით ნამდვილად გამიმართლა. აუცილებელია ისტორიის ხელახალი გადაწერა და მითოსური ოლიმპოს მთიდან საქართველოს რეალურ, სოციალურ სივრცეში დაშვება,სადაც ილია ჭავჭავაძის შეხედულებების დამახინჯებულად ინტერპრეტაციის ფაქტები მასიურ სახეს არ მიიღებს. არც მესიანისტური იდეების ნაკლებობას განიცდის საქართველოს სასკოლო განათლება,ამ თვალსაზრისით. უნდა გვახსოვდეს,რომ მზე არათუ საქართველოდან ამოდის და ჩადის,არამედ ის,რომ მზე,უბრალოდ, ან ბრალიანად, არასდროს ამოდის და ჩადის,მარტივად – დედამიწა ბრუნავს მისკენ. ასე რომ, შევახსენოთ შესაბამის ორგანოებს განათლების მნიშვნელობასა და შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის შესახებ,რომელიც გამაყრუებელ სასკოლო ზარიდანაც გამოსჭვივის.ვიყოთ ცვლილება რომლის დანახვაც სამყაროში გვსურს და გვახსოვდეს,რომ დიოგენე კვლავ კასრში ზის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG