Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილმა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე წუთით დატოვა


შალვა ნათელაშვილმა, რომელიც საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას დაარსების დღიდან ლიდერობდა, 2 მაისს დატოვა თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ, როგორ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ცნობილი გახდა ყრილობაზე, სადაც ნათელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თუმცა, შალვა ნათელაშვილის გადადგომა ეს იყო ფორმალური ნაბიჯი. რამდენიმე წუთის შემდეგ ყრილობის დელეგატებმა საქართველოს ლეიბორისტულილ პარტიის თავკაცად კვლავ დაამტკიცეს შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ყრილობის დელეგატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღებას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG