Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა კონტროლი აღადგინეს კრამატორსკის უშიშროების სამსახურის შენობაზე


ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ კრამატორსკის რეგიონული უშიშროების სამსახურის შენობაზე, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს ჰქონდათ დაკავებული. ქალაქ კრამატორსკს სამხრეთით ესაზღვრება მეამბოხეთა მთავარ საყრდენი დასახლებული პუნქტი, ქალაქი სლავიანსკი, სადაც განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სპეცდანიშნულების ძალებმა გაანთავისუფლეს აეროპორტი და სატელევიზო ანძა. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იუწყება, სამთავრობო ძალებს მჭიდრო ალყაში ჰყავთ ქალაქის ცენტრალური ნაწილი და აგრძელებენ ოპერაციას შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG