Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ძალები კრამატორსკიდან გავიდნენ


უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ძალებმა დატოვეს დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი კრამატორსკი. „უკრაინსკაია პრავდა“, „მეხუთე არხზე“ დაყრდნობით, იუწყება, რომ სამხედროები ჯავშანმანქანებით დაბრუნდნენ კრამატორსკის ახლოს მდებარე აეროდრომში არსებულ ბაზაზე. სეპარატისტთა რაზმები ჯერჯერობით არ ბრუნდებიან ქალაქში. უცნობია, რატომ დატოვეს კრამატორსკი უკრაინელმა სამხედროებმა. კრამატორსკის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ სეპარატისტების ადგილობრივი რაზმების წინააღმდეგ სპეცოპერაციისას დაიღუპა 6 ადამიანი. საიტიდანვე შეიტყობთ, რომ კრამატორსკის ყველა კომუნალური სამსახური სტანდარტულ რეჟიმში მუშაობს. მსხვილ ქარხნებში შეჩერებულია ძირითადი წარმოება. კრამატორსკში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და რკინიგზის სადგური. ამასთან, „ინტერფაქსი“ პრო-რუსულად განწყობილ აქტივისტებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მათ კვლავ ხელში აიღეს კონტროლი დონეცკის ქალაქებზე - სლავიანსკზე, კრამატორსკზე, გორლოვკასა და კონსტანტინოვკაზე.
XS
SM
MD
LG