Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენ ავაკოვი: სეპარატისტები მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან იმალებიან


„ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენსავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი. ჩვენ ხელფეხშეკრული ვართ იმით, რომ ჩვენ ირგვლივ მშვიდობიანი მოსახელობაა“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სლავიანსკთან, რუსეთის მომხრე ექსტრემისტებთან ბრძოლაში. „უკრაინელ სამხედროებს არ შეუძიათ ესროლონ მშვიდობიან მოსახელობას, ეს არის მთავრი დაბრკოლება, რითაც აქტიურად სარგებლოს მოწინააღმდეგე. მტერი მოსახლეობას ზურგს უკან იმალება და იქიდან გვესვრის. აი ეს არის მთავარი თეზისი,“- განაცხადა ავაკოვმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მისი ვერტმფრენი ჩამოაგდეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სლავიანსკთან, სადაც უკრაინის ჯარები ებრძვიან რუსეთის მომხრე სეპარატისტებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მი-24 ტიპის ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა, მისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად, მაგრამ გადარჩა ყველა, ვინც ვერტმფრენში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG