Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გაიმართება ევროსაბჭოს კომიტეტის სხდომა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ადრეი დეშჩიცა ვენაში იმყოფებიან, სადაც დღეს ევროსაბჭოს კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს. შეკრებაზე მთავარი თემა უკრაინა იქნება. ავსტრიიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები სხვა კოლეგებთან ერთად დაესწრებიან 6 მაისს დაგეგმილ სამუშაო სადილსაც. ლავროვი და დეშჩიცა ოფიციალუდაც ბოლოს 17 აპრილს ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს, როცა დაიდო შეთანხმება უკრაინაში ვითარების დეესკალაციის შესახებ. ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან საგარეო საქმეთა დაახლოებით 30 მინისტრი მიიღებს მონაწილეობას 6 მაისის კომიტეტის სხდომაში. მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგი. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კი ვენაში დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
XS
SM
MD
LG