Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ვერ ხედავს აზრს უკრაინის შესახებ ახალ საერთაშორისო მოლაპარაკებაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, უკრაინის შესახებ ახალ საერთაშორისო მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, რადგან არ შესრულებულა წინა მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმება. ლავროვი ამბობს ასევე, რომ მოლაპარაკება ახალს ვერაფერს მოიტანს, თუ მაგიდასთან არ დასვამენ რუსეთის მომხრე ოპოზიციასაც. რუსმა მინისტრმა ეს შეფასებები გამოთქვა ვენაში, სადაც იმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი უკრაინის კრიზისის განსახილველად. ლავროვი შეეხო უკრაინაში 25 მაისისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც და თქვა, რომ არჩევნების ჩატარება „უცნაური“ იქნებოდა მაშინ, როცა არმია ატარებს ოპერაციებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG