Accessibility links

logo-print

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ასრულებს თურქეთის პრეზიდენტი


საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ასრულებს თურქეთის პრეზიდენტი. დღეს თბილისში გაიმართა აბდულა გიულის და გიორგი მარგველაშვილის პირისპირი შეხვედრა და მათი ერთობლივი ბრიფინგი. პრეზიდენტ გიულის განცხადებით, თურქეთი იცავს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის დარღვევის პრობლემა საერთაშორისო სამართლის პრინციპთა შესაბამისად უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირისკენ. თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანი განვითარების მაჩვენებელია ის, რომ სულ მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG