Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე


საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გახსნილია 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები და წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე. პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ „ლევან ტაბიძემ, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების - ლევან ამირიძის, კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დაგეგმა და განახორციელა კობა ოთანაძის ნათესავებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება“.
XS
SM
MD
LG