Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა „საგაზაფხულო შეტევების“ ტალღა წამოიწყო


ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, თალიბანის ჯგუფმა 12 მაისს იერიში მიიტანა იუსტიციის დეპარტამენტის შენობაზე ნანგარარის პროვინციაში. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში უსაფრთხოების ძალებსა და ექსტრემისტებს შორის უშუალოდ დეპარტამენტის შენობაში მიმდინარეობდა ბრძოლა, რასაც შენობის ორი მცველი ემსხვერპლა. სროლის დროს სამივე თავდამსხმელი გაანადგურეს. ავღანეთისა შინაგანს საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი რაკეტა ესროლეს 12 მაისს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს. ინცინდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. თალიბანი აცხადებს, რომ მან მთელი ქვეყნის მასშტაბით წამოიწყო „საგაზაფხულო იერიშების“ ტალღა.
XS
SM
MD
LG