Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიკაიძე: მოსასმენი აპარატურა ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს


„არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს, სანამ შს მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებოდა ირაკლი ღარიბაშვილი" - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა, ტექნიკური თუ სხვა საშუალებების აღრიცხვისას აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შესყიდული იყო რამდენიმე მილიონის ტექნიკა, რომელიც სამინისტროდან უკვე გატანილი იყო. ჭიკაიძის ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო.
XS
SM
MD
LG