Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის მთავრობამ საბაჟო კავშირის „საგზაო რუკა“ გამოაქვეყნა


ყირგიზეთის მთავრობამ რუსეთის ლიდერობით მოქმედ საბაჟო კავშირში ქვეყნის გაწევრიანების საგზაო რუკა შეიმუშავა. როგორც ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრმა ტემირ სარიევმა უთხრა ჟურნალისტებს, დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის კომიტეტებს გადაეცა განსახილველად. მინისტრის განცხადებით, ყირგიზეთი მთავრობა აგრძელებს მუშაობას „საგზაო რუკის“ განხორციელების ფინანსური მექანიზმების თაობაზე და ყირგიზეთის ეკონომიკის საბაჟო კავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას ცდილობს.
XS
SM
MD
LG