Accessibility links

logo-print

სეპარატისტთა ლიდერებმა რუსეთს დონეცკის შეერთება სთხოვეს


პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა 12 მაისს დონეცკის რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და რუსეთს სთხოვოს შეირთოს აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონი. შესაბამისი მიმართვა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა დენის პუშილინმა პრესკონფერენციაზე წაიკითხა. მანამდე აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონში, რომლებსაც სეპარატისტული ჯგუფები აკონტროლებენ, ჩატარდა რეფერენდუმები. ლუგანსკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ხმა მისცა ამომრჩეველთა 96 %-მა, ხოლო დონეცკში 81%-მა დაუჭირა მხარი ოლქის სუვერენიტეტს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში 11 მაისს ჩატარებულ ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმებს არავითარი სამართლებრივი შედეგები არ ექნება. რეფერენდუმს უკანონოს უწოდებენ დასავლეთის სახელმწიფოებიც. კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება პატივს სცემს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის მიერ 11 მაისის რეფერენდუმზე გამოხატულ ნებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი ცივილიზებულად, კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების გზით წარიმართება და ადგილი არ ექნება ძალადობას, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG