Accessibility links

logo-print

დონეცკში მაუწყებლობა შეაწყვეტინეს რადიო თავისუფლების პარტნიორ რადიოს


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, დონეცკში მაუწყებლობა შეაწყვეტინეს ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორ რადიოს, „რადიო ერა FM“-ს. მისმა წარმომადგენელმა უთხრა ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურს, რომ სადგურის სიგნალი დღეს გამორთეს შეიარაღებულმა პირებმა. დონეცკში ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, „რადიო ერა FM“-ის სიხშირეს ახლა იყენებენ რადიოსადგურ „რესპუბლიკის“ პროგრამების სამაუწყებლოდ -ეს მაუწყებელი, როგორც ჩანს, რუსეთის მომხრე სეპარატისტების მხარდაჭერით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG