Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს მიმართავს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში თურქი ჟურნალისტების ვიზიტის გამო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში თურქი ჟურნალისტები არ ჩასულიყვნენ, მაგრამ რადგან ვიზიტი შედგა, შესაბამის ზომებს მივმართავთ - განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. თურქეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლები გასულ კვირაში სტუმრობდნენ აფხაზეთს, სადაც ადგილობრივ ჟურნალისტებს და დე ფაქტო ხელისუფლებას შეხვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფხაზეთში თურქი ჟურნალისტების ვიზიტი, რომელიც ოფიციალური ანკარის პოზიციას არ გამოხატავს, ოკუპირებული ტერიტორიების კანონის დარღვევაა. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს მთავრობა მის უარყოფით პოზიციას დღეს ოფიციალურად აცნობებს თურქეთის ელჩს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა სულ ახლახან თბილისში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG