Accessibility links

logo-print

გერმანია მხარს უჭერს უკრაინაში მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებას


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი იმედოვნებს, რომ უკრაინაში მრგვალ მაგიდასთან პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოლაპარაკება გააუმჯობესებს ვითარებას 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. შტაინმაიერმა ეს მოსაზრება გამოთქვა კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ, „ვფიქრობ, სრულად ვთანხმდებით იმაზე, რომ 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ჩვენ არამარტო დღეს, არამედ ბოლო შეხვედრის დროსაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიქმნას პირობები საიმისოდ, რომ უკრაინაში შეძლებისდაგვარად ყველა ამომრჩეველს მიეცეს არჩევანის გაკეთების შანსი“, განაცხადა კიევში ვიზიტისას შტაინმაიარმა. ის გამოვიდა აგრეთვე მოწოდებით, გაათავისუფლონ აღმოსავლეთ უკრაინაში აყვანილი ყველა მძევალი და სეპარატისტებმა დაცალონ მთავრობის შენობები, რომლებიც უკანონოდ აქვთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG