Accessibility links

logo-print

წელს უკრაინის ეკონომიკას 7%-ით შემცირება მოელის, ხოლო რუსეთის ეკონომიკას - სტაგნაცია


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, წელს უკრაინას ღრმა რეცესია, ხოლო რუსეთის ეკონომიკას - სტაგნაცია მოელის. ეს ინფორმაცია გავრცელდა ვარშავაში, სადაც იმართება ლონდონში დაფუძნებული ბანკის ყოველწლიური შეხვედრა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, კერძოდ, უკრაინის ეკონომიკა წელს 7%-ით შემცირდება, ხოლო რუსეთს ნულპროცენტიანი ზრდა მოელის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 1991 წელს ამოქმედდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასახმარებლად, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში.
XS
SM
MD
LG