Accessibility links

თურქეთის პრემიერი ჩავიდა ქალაქ სომაში, სადაც 230-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩავიდა დასავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქ სომაში - მაღაროსთან, რომელშიც, სულ ცოტა, 238 ადამიანი დაიღუპა აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. მიწისქვეშ რჩება კიდევ ასობით მაღაროელი. ერდოანმა ალბანეთში ვიზიტი გააუქმა ავარიის ადგილის მოსანახულებლად. 13 მაისს მომხდარმა აფეთქებამ მაღაროს ნაწილი დაანგრია. ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზის ინფორმაციით, აფეთქების დროს მიწისქვეშ იმყოფებოდა 787 მაღაროელი. თურქეთის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG