Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აბდულა და ღანი გავიდნენ


ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან პირველ ტურში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შესძლო. კომისიის ცნობით, მეორე ტური 14 ივნისს შედგება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, აბდულა აბდულა და მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი, აშრაფ ღანი. პირველი ტურის მონაცემებით, აბდულას ხმათა 45 პროცენტი აქვს, ღანის - 31.6 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 5 აპრილს გაიმართა და მასში რვა კანდიდატი იყრიდა კენჭს პრეზიდენტის პოსტზე ჰამიდ კარზაის შესაცვლელად, რომელიც მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. კარზაის კონსტიტუცია არ აძლევს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით დარჩენის უფლებას.
XS
SM
MD
LG