Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა თუთაშხია როგორც Vigilante


ავტორი: გია ლომაია

ჭაბუა ამირეჯიბის 'დათა თუთაშხია' ერთერთი ყველაზე პოპულარული მეოცე საუკუნის ქართული მხატრული ნაწარმოებია ხოლო მისი პროტაგონისტი კი ქართველი მამრობითი მკითხველის ყველაზე მისაბაძი პერსონაჟი. თუმცა ამ სტატიით ვეცდები სხვა კუთხით შეგახედოთ დათა თუთაშხიას პერსონაჟის არქიტიპის მიმართ.

თუთაშხიას პერსონაჟი არის ტიპიური Vigilante, ანუ ადამიანი რომელსაც მიაჩნია რომ სახელმწიფოს არ შესწევს ძალა აღასრულოს სამოქალაქო თუ სისიხლის სამართალი და გადაწყვიტავს სახელმწიფოს ეს მთავარი ფუნქცია თავის თავზე აიღოს და თვითონ უდგება სამართლის დამყარებას. ერთი შეხედვით შეიძლება ეს საერთოდ არ მოგეჩვენოთ არაადეკვატურ საქციელად, გამომდინარე იმ რეალობიდან სადაც თუთაშხია ცხოვრობდა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ რუსეთის მიერ უკუპირებულ საქართველოში ირღვეოდა ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და სუფევდა უსამართლობა და თქვენ ნამდვილად სწორი იქნებით, თუმცა ეს სიმართლე არ გვაძლევს ლეგიტიმურ უფლებას გავხდეთ Vigilante-ები.

მიზეზი თუ რატომ ვარ ასე სკეპტიკურად განწყობილი Vigilante-ების მიმართ შემდგომში მდგომარეობს: გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი მის კატეგორიულ იმპერატივში აღნიშნავს რომ იმის გადასაწყვეტად თუ შემდეგი ჩვენი რომელი მოქმედება იქნება სწორი უნდა ვიფიქროთ მაქსიმის მიხედვით, ანუ სანამ რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში ყველამ ასეთი ნაბიჯი რომ გადადგას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწვიტოთ გადავდათ თუ არა ეს ნაბიჯი. მაგალითად წარმოიდგინეთ რომ გაგვიანდებათ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და ამ დროს შუქნიშანზე აინთო წითელი, კანტი მოგვიწოდებდა რომ სანამ გავივლიდით წითელზე დავფიქრებულიყავით იმაზე თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ყველა ვისაც ეჩქარებოდა გაივლიდა წითელზე, ასეთ შემთხვევაში კი უამრავი პოტენციურად ლეთალური ავარია მოხდებოდა, შესაბამისად თქვენც არ უნდა გაიაროთ წითელზე!

ახლა წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში რომ ყველას ვისაც უსამართლობის შეგრძნება ჰქონდა ან ნამდვილად ხედავდა უსამართლობას, დათა თუთაშხიას ნაირდ მოქეცეულიყო და თავის თავზე აეღო სახელმწიფოს მოვალეობები და აღარ დამორჩილებულიყო დაწერილ კანონს. ასეთი მოცემულობა ჩვენ დაგვაბრუნებდა ცნობილ ჰიპოთეტურ პრე-საზოგადოებრივ ყოფაში ანუ 'ბუნებრივ მდგომარეობაში', სადაც ყველა ადამიანი თავის სამართალს ამყარებს და სადაც ფიზიკურად ძლიერი ყოველთვის იმარჯვებს იმიტომ რომ არ არსებობს ძალა ანუ სახელმწიფო რომელიც დაიცავს სუსტს. მასიურ Vigilante-ეობას მივყავართ ანარქისტულ საზოგადოებამდე სადაც ყველაზე მეტად ირღვევა ის სამართლიანობა რის გამოც გახდა დათა თუთაშხია Vegilante. ასე რომ მოდით გადავაფასოდ ეს ეროვნული ლიტერატურული გმირი და დავფიქრდეთ მართლა გვინდა თუ არა მივბაძოთ მას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG