Accessibility links

logo-print

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერს ერთი ადამიანი შეეწირა


დღეს თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა უკრაინის მოქალაქე, რომელიც დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაშავდა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა შაბათს, საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე კრიტიკული იყო დაზიანებების გამო, რომლებიც სხეულზე დიდი მასის დაწოლის შედეგად მიიღო. მეწყრის შედეგად დაღუპულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაკარგულად ითვლება რამდენიმე ადამიანი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები. სამინისტრო იუწყება, რომ მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს 16 უცხოელ მძღოლს, რომლებიც მეწყრის ზონიდან გამოიყვანეს და ვერტმფრენით გადაიყვანეს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით. იუწყებიან ასევე, რომ ექსპერტების ჯგუფი მუშაობს რეგიონში მეწყრის მიზეზების დასადგენად. სტიქიური უბედურების გამო შაბათს ყაზბეგის რაიონში ვიზიტისას, ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ მეწყერს არანაირი კავშირი არა აქვს „დარიალჰესის“ მიმდინარე მშენებლობასთან.
XS
SM
MD
LG