Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო კობახიძე: საქართველოს მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების გაცემის ერთიან წესს შეიმუშავებს


საქართველოს მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების გაცემის ერთიან წესს შეიმუშავებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მთავრობის წევრების და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასისა და პრემიებისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. კობახიძის ინფორმაციით, ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სტრუქტურა წარმოდგენილი იქნება არაუგვიანეს 31 ივნისისა. წინასწარი ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში პრემიისა და სახელფასო დანამატის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება.
XS
SM
MD
LG