Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არჩევნებში შიიტი პრემიერის კოალიციამ გაიმარჯვა


კოალიცია, რომელსაც სათავეში უდგას ერაყის შიიტი პრემიერ-მინისტრი, ნური ალ-მალიკი, საპარლამენტო არჩევნების უდიდესი გამარჯვებულია. ამის თაობაზე განაცხადა დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ. არჩევნებში, რომელიც პირველი ასეთი კენჭისყრა იყო ამ ქვეყნიდან აშშ-ის არმიის გასვლის შემდეგ, პარლამენტის 328 ადგილიდან, 92 გაინაღდა ალ-მალიკის ბლოკმა სამართლებრივმა სახელმწიფომ. ახლა ამ ბლოკმა პარტნიორი უნდა მოძებნოს, რათა მთავრობა ჩამოაყალიბოს.
XS
SM
MD
LG