Accessibility links

logo-print

ჩინეთმა შეაჩერა ავღანეთის ბანკებთან ტრანზაქციები დოლარში


ავღანეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ჩინურმა ბანკებმა შეაჩერა დოლარში ტრანზაქციები ავღანეთის ბევრ კომერციულ ბანკთან, რის გამოც ბიზნესმენებს უჭირთ იმპორტის საფასურის გადახდა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან. როგორც როიტერს უთხრა ავღანეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ნურულა დალავარიმ, ჩინეთის მიერ დოლარში საბანკო ტრანზაქციის შემცირება დაუყოვნებლივ აისახება ბანკები საქმიანობაზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოწოდების მიუხედავად, ავღანეთში გაჭიანურდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონის მიღება. ამის გამო, ბერი უცხოური ქვეყნის ბანკი გახდა იძულებული შეეწყვიტა ვაჭრობა ავღანეთის კომერციულ ბანკებთან.
XS
SM
MD
LG