Accessibility links

logo-print

გადადგა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობა დატოვა. განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზე დარბაისელი განმარტავს, თუ რატომ აძლევდა მაღალ პრემიებს უწყების თანამშრომლებს, რასაც საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. „ჩემმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები და გამოიწვია უკმაყოფილება. კარგად მესმის, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელია ახსნა, თუ რა მასშტაბის და სიმძიმის სამუშაო იყო გასაწევი. მე ბოლომდე ერთგულად ვემსახურე ჩემს საქმეს და ჩემს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა დავტოვო დაკავებული თანამდებობა.", - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიმიტრი დარბაისელის გადაწყვეტილებას "სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება" უწოდა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გამოწერილ მაღალ პრემიებს, ღარიბაშვილის განცხადებით, ბუნებრივია, ეს იყო მიუღებელი და დარბაისელს გარკვეული შეცდომა მოუვიდა.
XS
SM
MD
LG