Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ „ნოვოროსია“ შექმნეს


უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონების სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ თავიანთი თვითდეკლარირებული „სახალხო რესპუბლიკები“ ერთიანდება და ქმნის ახალ ქვეყანას, რომელსაც სახელად „ნოვოროსია“ დაერქმევა. სეპარატისტების განცხადებით, ამის შესახებ კონტრაქტს 24 მაისს, დონეცკში მოაწერეს ხელი. ადგილს, სადაც დოკუმენტი გაფორმდა, გაძლიერებული დაცვა იცავდა. შენობაში მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტები შეუშვეს. ეს პროვოკაციული ნაბიჯი ერთი დღით უსწრებს წინ უკრაინაში 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს. სეპარატისტებს ნათქვამი აქვთ, რომ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში არ დაუშვებენ არჩევნების ჩატარებას.
XS
SM
MD
LG