Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში პოლიტიკურ მეტოქეებს შორის დაპირისპირება მოხდა


ქალაქ რუსთავში 24 მაისს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა აქცია გამართეს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ოფისის წინ, სადაც ამ პარტიის მერობის კანდიდატი, მამუკა ჩიქოვანი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. როგორც სააგენტო „სივილ ჯორჯია“ იტყობინება, პოლიცია დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა. ქართული ოცნების აქტივისტები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სკანდირებდნენ. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა რუსთავში დავით ჯიქიამ განაცხადა, რომ ის არ მიესალმება ამგვარ ინციდენტებს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი ნაციონალური მოძრაობის „პოპულიზმით“ დაიღალა. ინციდენტს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თამარ ჟვანია ყველა საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიცავს საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობას. „მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც დააზიანებს საარჩევნო გარემოს და თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG