Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


ლიტვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ევროპარლამენტის არჩევნები იმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის იბრძვიან მოქმედი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე, რომელმაც პირველ ტურში ხმათა თითქმის 46 პროცენტი მოიპოვა და სოციალ-დემოკრატი ზიგმანტას ბალჩიტისი, რომელსაც ხმათა13,5 პროცენტზე ცოტა მეტი ერგო. ამასთან, ბალჩიტისი პირველი ნომერია ევროპარლამენტის არჩევნებზე სოციალ-დემოკრატების სიაში. 11 მანდატისთვის 10 სიის კანდიდატები იბრძვიან. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 11 მაისს გაიმართა, თუმცა შვიდი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ შესძლო ხმათა ნახევარზე მეტის მოპოვება.
XS
SM
MD
LG