Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ისრაელში ჩავიდა


რომის პაპი ფრანცისკე ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ტურნეს ფარგლებში ისრაელს ეწვია. პაპი იქ ვერტმფრენით ჩავიდა დასავლეთის სანაპიროს ქალაქ ბეთლებიდან. თელ-ავივის აეროპორტში პაპს დახვდნენ ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელში ჩასვლამდე ფრანცისკე ბეთლემში შეხვდა პალესტინელთა პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს და გამოვიდა მოწოდებით დასრულდეს „სულ უფრო და უფრო მიუღებელი“ კონფლიქტი პალესტინელებსა და ისრაელს შორის. პაპმა მაცხოვრის შობის ტაძართან ახლოს, ღია ცის ქვეშ ჩაატარა მსახურება, რომლის დროსაც აბასს და ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს მშვიდობისთვის „გულანთებული ლოცვისკენ“ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG